2020-07-29 10:13:30
15 წლის მოზარდი საკუთარ მამიდაშვილს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ხობის მუნიციპალიტეტში, 15 წლის მოზარდი საკუთარ მამიდაშვილს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 

გოგონას ნათესავების თქმით, ფაქტის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც არასრულწლოვანმა მომხდარი დეიდას უამბო. მათივე თქმით, 32 წლის კაცი არასრულწლოვანზე უკვე 1 წელია რაც ძალადობს. 

საქმეში ჩართულია პოლიცია. არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. 

 

ამავე თემაზე