2020-07-29 10:06:51
სროლა წყნეთის გზაზე - ლერი სულაბერიძისთვის უცნობია ვინ ესროლა

გვიანობამდე მიმდინარეობდა გამოკითხვები პოლიციაში წყნეთის გზაზე, "კაკლებთან" მომხდარი სროლის ფაქტზე. ცეცხლი ყოფილ სპორტსმენს, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ლერი სულაბერიძეს ავტომანქანით გადაადგილების დროს, დღის ბოლოს გაუხსნეს.

სულაბერიძე არ დაშავებულა. ავტომანქანას რამდენიმე ნატყვიარი ემჩნევა.

გამოკითხვიდან გამოსული დაზარალებულის თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვინ ესროლა. მომხდარის დეტალებზე განცხადების გაკეთება დღეს იგეგმება. 

გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე