2020-07-29 10:05:00
თუ რამე ფაილებია, რომლებიც ოდესმე წაშლილი იყო, ყველაფერი იქნება აღდგენილი, ვნახოთ რა ინფორმაცია იქნება შიგნით - რამიშვილი

თუ რამე ფაილებია, რომლებიც ოდესმე წაშლილი იყო, ყველაფერი იქნება აღდგენილი და ვნახოთ რა ინფორმაცია იქნება შიგნით - ამის შესახებ განცხადება, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. 

„აღნიშნული პერსონალური კომპიუტერის სკანირება დაიწყეს, რომელსაც ალბათ რამდენიმე დღე დასჭირდება. ყოველი შემთხვევისთვის, აბსოლუტურად გამოყენებული იქნება ყველა ის მეთოდი და პროცედურა, რაც საჭირო იქნება აღდგენისთვის. თუ რამე ფაილებია, რომლებიც ოდესმე წაშლილი იყო, ყველაფერი იქნება აღდგენილი და ვნახოთ რა ინფორმაცია იქნება შიგნით. შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებელია საინტერესო რამ იქნას მოძიებული და დეტალურად გვეცოდინება, როდის იყო ბოლოს ჩართული და ყველაფერი ეს გადამოწმებული იქნება“,-აცხადებს მიეხეილ რამიშვილი.

ამავე თემაზე