2020-07-28 17:09:46
ბაჩალიაშვილის მამას აშანტაჟებდნენ, ასე რუსული სპეცსამსახურები მოქმედებენ - ჯიშკარიანი

ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდენენ და აშანტაჟებდნენ, ასე რუსული სპეცსამსახურები მოქმედებენ, - ამის შესახებ განცხადებას „ემპათიის“ ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი სპეციალურ ბრიფინგზე აკეთებს.

„ვის ინტერესში შედიოდა, როდესაც ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და აშანტაჟებდნენ? კომპიუტერი არ იყო გახსნილი და ოჯახს ურეკავდენენ და აშანტაჟებდნენ იმის გამო, რომ მოითხოვეს აქციებით თავისი შვილის მოძებნა. ეუბნებოდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილს პრობლემები ჰქონდა. რას ნიშნავს ეს, ხომ არ იცით? ეს არის ადამიანების დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამგვარი მეთოდებით მოქმედებს რუსული სპეცსამსახურები, ამგვარი მეთოდებით მოქმედებდა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები. ეს უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

ამავე თემაზე