2020-07-28 15:43:37
ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა, მსოფლიო დაიღალა ესეთი საქართველოს ყურებით, - ჭიჭინაძე პომპეო - გახარიას სატელეფონო საუბარზე 

ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა, ხოლო ის, რომ ამდენი აქცენტი კეთდება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე და ოლიგარქის მმართველობის შეზღუდვაზე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო დაიღალა ესეთი საქართველოს ყურებით, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, აშშ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარს პრემიერ გახარიასთან.

"2012 წელს ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჩამობრძანდა არჩევნების წინ, ახლა, პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, დისტანციურად ხდება ყველაფერი, ამიტომ ჩათვალეთ ეს იყო ვიზიტი! და გაფრთხილება, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით. რადგან, პერსპექტივა საქართველოს აღარ აქვს და უპერსპეტივო ქვეყანა როგორც ჩვენ, საკუთარ მოსახლეობას, ისევე ჩვენს პარტნიორებს არ უნდათ. ასე რომ, როგორც ქართველ ხალხს, ისე მსოფლიოს წამყვან ლიდერებს ამ ქვეყანაში ცვლილელები უნდათ.“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე