2020-07-28 12:35:59
“პროცესები საკმაოდ შორს არის წასული, თუ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება” – ექსპერტი

თუ აქ არის მკვლელობა განხორციელებული გარკვეული ინექციით, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება, რადგან პროცესები საკმაოდ შორს არის წასული - ამის შესახებ განცხადება, ექსპერტმა დავით კუხალაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას გააკეთა.

„თუ აქ არის მკვლელობა განხორციელებული გარკვეული ინექციით, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება, რადგან პროცესები საკმაოდ შორს არის წასული. ჯობს, რომ როდესაც დანაშაული ხდება, რაც შეიძლება, ადრე მოხდეს რეაგირება. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული და მნიშვნელოვანი ინფორმაციები ექსპერტიზას ექნება, მათ შორის, იმ კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით, რომელიც ამოღებულია. ამ ორი ექსპერტიზის გადამკვეთი, ჯვარედინი ინფორმაციები საგამოძიებო ჯგუფებს გარკვეულ ამოცანას ამოუხსნის“, - განაცხადა კუხალაშვილმა.

ამავე თემაზე