2020-07-28 10:11:50
ოჯახი კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით და მიაჩნია, რომ ეს არის ობიექტური - ნიკოლაძე 11 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე

ოჯახი კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით და მიაჩნია, რომ ეს არის ობიექტური - ამის შესახებ განცხადება, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გააკეთა.

„გარეთ ყოფნა რა თქმა უნდა საფრთხეს შეუქმნიდა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების შემდგომ განხორციელებებს, ასე რომ ოჯახი კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით და მიაჩნია, რომ ეს არის ობიექტური. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათ მიმართ გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში ცალკე წარმოებად წარიმართება, თუმცა ამავე არასრულწლოვნებს, რომლებიც ფიგურირებენ ტოიოტა ქემრის ეპიზოდში, მათ უნარჩუნდებათ დიდი ალბათობა იმისა, რომ 109-ე მუხლით ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნან მიცემულები“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

ამავე თემაზე