2020-07-28 09:58:11
"უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აშშ-დან სპეციალური ექსპერტის მოწვევას ითხოვს

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მან ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად FBI-ს ჩართვისთვის აშშ-ს საელჩოს მიმართა.

რამიშვილი ასევე აცხადებს, რომ აპირებს მოითხოვოს აშშ-დან სპეციალური ექსპერტები მოიწვიონ.

"უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც და ალბათ, ძალიან მალე აშშ-დან მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც, სპეციალური ექსპერტები მოიწვიონ, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში". - ამბობს ადვოკატი პალიტრანიუსის ეთერში.

ამავე თემაზე