2020-07-27 19:29:21
სანამ ცოცხალი ვარ, არ გავჩერდები, მაჩალიკაშვილს ხომ ხედავთ – ბაჩალიაშვილის მამა

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, რომ სანამ ცოცხალია თამარის საქმის გამოძიებას არ შეეშვება. მანვე ისაუბრა იმ პოლიციელზე, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილი დიდი პრობლემის წინაშე იყო.

„მოადგილეს ლადო ბაჭულაშვილს მეორე დღეს ვურეკავ და მეუბნება ახლა ვმუშაობ კომპიუტერზე, ცოტახანში დაგირეკავო. მერე ისევ დავურეკე და შენი გოგო ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგასო. ეგ იყო და გათიშა ტელეფონი. სანამ მე ცოცხალი ვარ და ფეხზე დავდივარ, აი მაჩალიკაშვილს ხომ ხედავთ, ცოცხალი თავით არ გავჩერდები“, – აღნიშნა ბაჩალიაშვილმა.

ამავე თემაზე