2020-07-27 17:47:21
საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ, კომპიუტერთან შეხება არ მქონია - ბაჭულაშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის მამისთვის მას არ უთქვამს, რომ მისი შვილი „შარში იყო“

საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ, კომპიუტერთან შეხება არ მქონია - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ დასახელებული პიროვნება, ლადო ბაჭულაშვილი, უარყოფს, რომ მან ბაჩალიაშვილის მამას უთხრა, რომ მისი შვილი „შარში იყო“.

„მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ. კომპიუტერთან შეხება არ მქონია. კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და წაიღო ექსპერტიზაზე. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შეხვედრა მქონდა, პლუს სატელეფონო კავშირი მქონდა. დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო, თუ იყო ოდესმე წასული. ეს იყო ჩემი მხრიდან გამოკითხვა“,-აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

ბაჭულაშვილის თქმით, მას ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის არც ის უთქვამს, რომ დაკარგული შვილის ძიების მოთხოვნით აქციის გამართვა საჭირო არ იყო.

„აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან შეხება. შეიძლება სატელეფონო მქონდა დილას, მაგრამ საღამოს არ მქონია. მე ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოცსამაშველოცდრონიც, სულ ყველა სამსახური იყო ჩართული. პირველ დღესვე ვუთხარით ჩემი სახელი და გვარი და საკუთარი ტელეფონი“, - განაცხადა ბაჭულაშვილმა.

ამავე თემაზე