2020-07-11 23:31:23
ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი ადამიანია და ის მთავრობის არაოფიციალური ნაწილია

იმ დანაშაულისთვის, იმ ძარცვისთვის, უგულობისთვის, რასაც ვანო ჩხარტიშვილი ამ წლების განმავლობაში სჩადის, უნდა იჯდეს ციხეში - ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ვანო ჩხარტიშვილის გამოსვლას.

“მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ თუ ვანო ჩხარტიშვილი არის კარგად, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა არის ცუდად. მისი კარგად ყოფნა ნიშნავს, რომ სასამართლო, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო არის კორუმპირებული და ჩხარტიშვილს შეუძლია, ფული გადაუხადოს მათ და ყველა საქმე მოიგვაროს. ვანო ჩხარტიშვილის კეთილდღეობა გადის ჩვენი ინსტიტუტების კეთილდღეობაზე,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი ადამიანია და ის მთავრობის არაოფიციალური ნაწილია, რომელიც ადამიანების კეთილდღეობას ითვისებს.

"მედიასთან გამოჩენის დროს ვანო ჩხარტიშვილმა პირდაპირ “ჩაუშვა” ბიძინა ივანიშვილი და განაცხადა, რომ მისი ბრალია, ქვეყანაში რომ სამართლიანობა არ აღდგა. კონკრეტულად თუ ის მოუგებდა ხაზარაძეს საქმეს, პრეცენდენტი შეიქმნებოდა სამართლიანობის აღდგენის და ამის უფლება არ მისცა ივანიშვილმა. მისი გამოსვლა იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული. ანალოგიური ჩვენება მისცა თავის დროზე შოთაძემაც, როდესაც შუშის სასახლეში შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც ორ ნეიტრალურ ადამიანს შორის ხდებოდა. მოლაპარაკებას ესწრება პროკურორი და იქ შეხვედრა უნდა დასრულებულიყო, სამართლებრივად. ჩხარტიშვილმაც და შოთაძემაც შეფარვით განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა გენერალური პროკურორი გავლენის მოსახდენად. რეალურად გამოდის, რომ სახელმწიფო მართვის მაფიოზურ სტილს ვაბრუნებთ, ეს მოხდა სასახლეში შეხვედრის დროს, პროკურორის დასწრებით. კრიმინალი და მაფიოზობაა, როდესაც მაგავსი საკითხები სასამართლოში არ გვარდება,” - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, იმ სისტემას, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, რაც ქვეყანაში ხდება, სჭირდება ცვლილება. თუ ამას შევეგუებით, ქვეყანა კონსტიტუციურად დალპება და ხალხი იმის ძიებაში იქნება, თუ სად გაიქცნენ და თავშესაფარი სად ეძებონ. სადაც ჩხარტიშვილი და მისნაირები მიდიან, იქ მომავალი არ არის.

ამავე თემაზე