2020-07-08 17:40:10
მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის საქმეშია, თბილისი-ჭიათურის ვერ იქნებოდა - ოკრიბას სადისპეჩერო 

დამატებითი გარემოებები გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში - ავტომანქანაზე, რომელიც საქმეში ფიგურირებს, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობდა, რომ მისი ინფორმაციით, ეს თბილისი-ჭიათურის მიკროავტობუსია.

„ფორმულამ“ ინფორმაცია დიდუბის ავტოსადგურში გადაამოწმა. ირკვევა, რომ ხსენებული მანქანა, სამგზავრო ვერ იქნებოდა, რადგან მიკროავტობუსებს, რომელსაც უკან ფანჯრები არ აქვს, მგზავრთა გადასაყვანად არ იყენებენ. გარდა ამისა, სადისპეტჩეროში ამბობენ, რომ განრიგით, 8 საათის შემდეგ რეისები არ სრულდება და შესაბამისად, მცხეთაში, ფერად შენობასთან მათი მიკროავტობუსი ვერ იქნებოდა.

„არანაირი რეისი ამ დროს არ შესრულებულა. ბოლო რეისი ქუთაისის მიმართულებით გადის 8 საათზე“, - განაცხადეს სადისპეტჩეროში.

ამავე თემაზე