2020-07-08 16:39:46
გური ამირხანაშვილი გამოკითხვის 4 ოქმიდან დიდუბეში დაუდგენელ პირთან შეხვედრაზე არც ერთში არ საუბრობს -მორაგბეების ადვოკატი

გური ამირხანაშვილი გამოკითხვის 4 ოქმიდან დიდუბეში დაუდგენელ პირთან შეხვედრაზე არც ერთში არ საუბრობს - მასთან კითხვები უნდა დაისვას-აცხადებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი. ვასილ მამულაშვილის თქმითვე, ის, რომ განზრახ ჩამოსვეს კამერებთან, მერე განზრახ შეხვდა ვიღაცას, ვარაუდია.

"რაც შეეხება დიდუბეში განვითარებულ მოვლენებს, მას შემდეგ, რაც ამირხანაშვილს ჩამოსვამენ, მასთან მიდის კონკრეტული პიროვნება, თუ ვინ არის ეს პიროვნება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე დანამდვილებით შემიძლია გნავაცხადო, რა ინფორმაციასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მაწვდიან - მათ არანაირი კაშირი არ ჰქონიათ ამ ადამიანთან. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გურამ ამირხანაშვილი ჩამოსვეს იმ ადგილას, სადაც მას ამირხანაშვილმა უთხრა. თითქოს, ის, რომ განზრახ ჩამოსვეს კამერებთან, მერე განზრახ შეხვდა ვიღაცას, ვარაუდია.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ამირხანაშვილი საკუთარ ჩვენებებში დიდუბეში დაუდგენელ პირთან შეხვედრაზე არ საუბრობს.

ამირხანაშვილის 4 გამოკითხვის ოქმია, ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დიდუბეში დატოვეს, ის კერძო ტაქსიში განთავსდა და იქიდან განახორციელა კონკრეტულ პიროვნებებთან ზარი. ამ ნაწილში შესაძლოა, ის ცრუ ჩვენებას არ იძლევა, რადგან შესაძლოა, მართლა ჩაჯდა ტაქსიში და ამით გადაადგილდა. აქ მთავარი ისაა, თუ როდის წავიდა ტაქსით, მანამდე შეხვდა ვინმეს, თუ შემდეგ. კითხვები ამირხანაშვილთან უნდა დაისვას, მათ შორის, თუ ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია“, - აცხადებს მამულაშვილი.

მისი განმარტებით, მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბის ტერიტორიაზე გადაადგილდება, არაგვის მიმდებარედ არ ფიქსირდება.

„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მცხეთის გამოსასვლელში არის ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური, საიდანაც გამოძიების მიერ ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოღებულია. ჩვენ გავშიფრეთ ეს ჩანაწერები და ის მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში კადრებში ჩანს, არაგვის ხიდის ტერიტორიაზე არ მოძრაობს. ეს მსჯელობები მხოლოდ ვარაუდია“, - აცხადებს მამულაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ამავე თემაზე