2020-07-08 16:33:02
შაქარაშვილის საქმის მოწმის იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატი ხელახალ ექსპერტიზაზე გაიგზავნა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატს ხელახალი ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 ივლისსაა გაგზავნილი.

საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დოკუმენტში მითითებულია, რომ წინა, 24 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფოტოაპარატში მოთავსებული მეხსიერების ბარათიდან ამოღებული და აღდგენილი იქნა გრაფიკული და ვიდეო ფაილები, ხოლოს სხვა სახის მასალების ამოღება-აღდგენა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელთ არსებული აპარატურით შეუძლებელი აღმოჩნდა.

24 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.

 

ამავე თემაზე