2020-07-08 15:26:00
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წელი მიუსაჯეს

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ვ.დ დამნაშავედ ცნო და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა. სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე