2020-07-08 14:55:39
რურუას სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

დღევანდელ სხდომაზე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველს“ მიერ სასამართლოს მეგობრის სტატუსით გაკეთებული მოსაზრებას ზეპირად მოისმინეს. 

„საერთაშორისო საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ძალიან არგუმენტირებულად და კვალიფიციურად იყო ახსნილი, თუ რატომ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად ჩხრეკის ოქმი, ამოღებული იარაღი, მაყუჩი და ნებისმიერი დოკუმენტი, რაც ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად არის მოპოვებული. ასევე ისაუბრა დნმ-სთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, სასამართლოს მისცა რჩევა, რომ ორივე ფაქტთან უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლშვილმა.

ამავე თემაზე