2020-07-08 14:20:53
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ძალოვან უწყებას სამინისტროსთან 21 მითითება აქვს, მათ შორის არის მოწმეების ხელახლა დაკითხვა და მტკიცებულებების ხელახლა მოპოვება.

„დამატებით გამოიკითხოს გურამ ამირხანაშვილი შესაბამისი კითხვებით: რა თანმიმდევრობით გარბოდნენ გაქცეულები, რა ტრაექტორიით მოძრაობდნენ, ვინ სად დაიმალა, რა თანმიმდევრობით გამოეკიდნენ, ეკავათ თუ არა რაიმე საგნები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მითითებების შესასრულებლად სამინისტროს 10-დღიანი ვადა აქვს, დოკუმენტი კი 2 ივლისით არის დათარიღებული. 

ამავე თემაზე