2020-07-08 12:19:56
ვხედავთ გაუგონარ სიმახინჯეებს ამ სისხლის სამართლის საქმეში-სამუშია შაქარაშვილის საქმეზე

ვხედავთ გაუგონარ სიმახინჯეებს ამ სისხლის სამართლის საქმეში-ასე ეხმაურება იურისტი ლევან სამუშია, გარდაცვლილი გიორგი შაქარიშვილის საქმეს. 

"ეს არის პირდაპირ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი და გამრუდებული გამოძიება და ასე უკუღმართად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურა, თავის წერილში, საგამოძიებო ორგანოს რაც მიწერა, ადასტურებს ამ ხარვეზებს. ეს არის მთავარი პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი და ვერ გაექცევა ვერანაირი წერილით პროკურატურა პასუხისმგებლობას, ვინაიდან ის ყველა სისხლის სამართლის საქმეზე არის ზედამხედველი და ვხედავთ გაუგონარ სიმახინჯეებს ამ სისხლის სამართლის საქმეში, ეს არ ხდება შემთხვევით, "- ამბობს იურისტი ლევან სამუშია. 

ამავე თემაზე