2020-07-08 12:15:44
მერვე დღეა სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის იუსტიციის სამინისტრო-შენგელია

მერვე დღეა სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის იუსტიციის სამინისტრო-აცხადებს ბაჩანა შენგელია. ის  სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებას სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებს და წულუკიანის  უწყებას მისთვის მუშაობის გასაგრძელებლად ორდღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს.

"აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც დაიწყო საქმის წარმოება. შესაძლებელია ითქვას, რომ მერვე დღეა სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის იუსტიციის სამინისტრო. კიდევ 2 დღე დაველოდები სამინისტროს, თუმცა არ მაქვს ვალდებულება დაველოდო და აუცილებლად მივმართავ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებით პროკურატურას, რადგან საქართველოში და ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, " - აცხადებს შენგელია. 

ამავე თემაზე