2020-07-08 12:09:36
ხელისუფლებს ხელს გვიშლის, არ გვაძლევენ ამ კონტრაქტით ოპერირების და ინვესტიციების განხორციელების საშუალებას-მამულაშვილი 

ინიცირებულია ასევე საქართველოს ბიზნეს გარემოს სანქცირების აქტი, რომელსაც ყოველ თვე უერთდებიან მეტი და მეტი კონგრესმენები - განაცხადა "ფრონტერას" დირექტორმა ზაზა მამულაშვილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო არახელსაყრელია ამერიკული ინვესტიციებისთვის, ამის გამოსასწორებლად კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

მისივე თქმით, ამ მიზეზების გამო კომპანია ვეღარ ახერხებს საქართველოში ინვესტიციების გაკეთებას, ეს კი ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს არღვევს.

"ხელისუფლებს ხელს გვიშლის იმაში, რომ კონტრაქტის პირობები, რომელიც თავისუფალ გარემოში მოვილაპარაკეთ დიდი ხნის წინ საქართველოს სახელმწიფოსთან, არ გვაძლევენ ამ კონტრაქტით ოპერირების და ინვესტიციების განხორციელების საშუალებას. საერთოდ გარემო, ამერიკული კომპანიებისთვის და ჩვენნაირი ინვესტიციებისთვის ძალიან ცუდია. ინიცირებულია გარდა ამ კანონპროექტისა, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, საქართველოს ბიზნეს გარემოს სანქცირების აქტი, რომელსაც ყოველ თვე უერთდებიან მეტი და მეტი კონგრესმენები და მხარდაჭერა ამ აქტის, როგორც ჩანს გაიზრდება, - განაცხადა მამულაშვილმა. 

ამავე თემაზე