2020-07-08 10:28:40
მკვლელობა მცხეთაში - გავრცელებული ინფორმაციით ციხიციდან ახლადგამოსულმა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა

მკვლელობა მცხეთაში - გავრცელებული ინფორმაციით ციხიციდან ახლადგამოსულმა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა. მეზობლების თქმით, მოკლული ბაბუა წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა. ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.

მკვლელობა მუხრანში მოხდა. შვილმა მამა და პაპა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცია. წინასწარი ცნობით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.
​ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე