2020-07-07 17:16:14
გარკვეული წინააღმდეგობა ჩვენებებში არის, მაგრამ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და გარემოებებს ინდივიდუალურად აღიქვამს-ბორცვაძე

გარკვეული წინააღმდეგობა ჩვენებებში არის, მაგრამ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და გარემოებებს ინდივიდუალურად აღიქვამს-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ. მისივე განმარტებით, თუ დადგინდა, რომ მოწმეებმა არასწორი ჩვენებები შეგნებულად მისცეს, აღნიშნულს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

„გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობა ჩვენებებში არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შეფასებული. თუ დადასტურდა, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით არასწორი ჩვენება მისცა, ბუნებრივია, ამაზე მსჯელობას ვიქონიებთ, მაგრამ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, მე ხელს არავის დავაფარებ ამ საქმეზე და ზოგადად, არცერთ საქმეზე. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გარემოებებს ინდივიდუალურად აღიქვამს, ამიტომ ვამბობ, გასამიჯნია - ეს სხვაობები ჩვენებეში თუ არის შეგნებულად მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება სჭირდება“, - განაცხადა ბორცვაძემ.

ამავე თემაზე