2020-07-07 14:31:09
შესაძლებელია ვიღაცამ მართლა შემთხვევით გადაწვა ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა - შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე იმ ადგილის დაწვას ეხმაურება, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა. როგორც ნიკოლაძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ადგილი შემთხვევით ვინმემ დაწვა. 

„გადაჭრით ვერ გეუბნებით, რომ გამორიცხულია და არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ლოგიკურად ვერ ვიგებ დაზიანებულიყო. ამ ხალხისგან შეიძლება ყველაფერს მოველოდე შეიძლება ვიღაცასა მივიდეს და ატეხოს ამბავი, რომ აი თურმე რა ხდება შემთხვევის ადგილი დაიწვა. მეორე შესაძლებელია ვიღაცამ მართლა შემთხვევით ქნა. არ გამოვრიცხავ როგორც ბრალდებულთა წრის გაზრდას ასევე საქმეზე არსებული კვალიფიკაციის დამძიმებას“,-აცხადებს მირიან ნიკოლაძე ,,ფორმულასთან".

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ადგილი, სადაც ე.წ. ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია.  

 

ამავე თემაზე