2020-07-06 13:30:07
ქუჩური გარჩევა გარდაბანში - ერთი ადამიანი კომაშია (ვიდეო)

ქუჩური გარჩევა მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარვოში - ახალგაზარდების ჯგუფი ერთმანეთს, ერთ-ერთ რესტორანთან დაუპირისპირდა. სიტყვიერი დაპირისპირება მოგვაინებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. დაშავებულია ათობით ახალგაზრდა, ყველაზე მძიმეა რესტორნის მეპატრონის მდგომარეობა, რომელიც კომაშია და კლინიკაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს ფეხი აქვს მოტეხილი.

ინციდენტში ერთმანეთს სოფელ ვახტანგისისა და ნაზარვოს მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. გუშინდელ დაპირისპირებას წინ 1 ივლისის ინციდენტი უძღოდა, რომლის დროსაც ამ ორი სოფლის მკვიდრ ახალგაზრდებს ერთ-ერთ კაფეში ქეიფის დროს კამათი ერთმანეთთან კამათი მოუხდათ. 

ჩხუბის დროს ერთ-ერთი მანქანა გადაყირავდა. ჯერჯერობით, არავინ არ არის დაკავებული. 

ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ კაფის მეპატრონე მისი მეგობარია და მათი თქმით, ღამით ბრბო შეუვარდა კაფეში და მას მოულოდნელად რკინის საგანი ჩაარტყეს თავში. 

შემდეგ ატყდა დიდი ჩხუბი, ყველა ერთმანეთს ურტყამდა. როგორ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანებს თავს ესხმოდე, თან როგორც გავიდე, არავინ დაუკავებიათ, - ამბობს იგი. 

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ინციდენტის ადგილას ბევრი კამერაა და დამნაშავეებს მალე დააკავებენ. 

ოპოზიცის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომლები თავად თანამშრომლობენ კრიმინალთან და ქუჩურ გარჩევებს ამიტომაც წინ ვეღარ აღუდგებიან. 

"არის ორი ჯგუფის კრიმინალური გარჩევები, რომელიც ძალიან ნამეტანი იყო. ძალიან დაზარალდეთ, არმატურებით და იმით დაუხოციათ ერთმანეთი. კრიმინალი არის მომატებული. პოლიციაც ვერაფერს ვერ აკეთებს, არის სუფთა რუსული კრიმინალი, " - აცხადებს "ევროპული საქართველოს" გარდაბნის ორგანიზაციის თავმდჯდომარე გაბილ გასანოვი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სსკ-ის 239 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. 

 

წყარო: "მთავარი"

ამავე თემაზე