იაფი კრედიტი და ფინანსური მაქინაციები-რას ედავება გამოძიება ერთ-ერთ კომპანიას?
2013-11-20 14:18:59 · ამობეჭდვა

შპს „გუგულის“ საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. საქმე შპს „გუგულის“ 2010 წლის საქმიანობას ეხება, როდესაც აღნიშნული კომპანია დაკავებული იყო საკონიაკე მასალების მომზადებით. საგამოძიებო სამსახურმა ის ადამიანები დაკითხა ვინც ამ წლებში ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი ჩააბარა. შპს „გუგული“ ამ პერიოდში სახელმწიფოს იაფი კრედიტით სარგებლობდა და გლეხებისგან ყურძენს იბარებდა. დაკითხულია 60-მდე გლეხი, ვინც კომპანიას ყურძენი ჩააბარა. დაუდასტურებელი ინფორმაციით საქმე ფინანსურ მაქინაციებს ეხება.







გაზიარება და მოწონება
კომენტარები



www.wsa.ge