2020-07-03 19:33:26
დიღომში კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველის გიორგი ჩიტიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. 

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 

 

 

"ფორმულა"

ამავე თემაზე