2020-07-03 16:48:28
მდინარაძეები, ვოლსკები, გახარიები საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ საზოგადოებაში დაპირისპირებასა და სიძულვილს აღვივებენ - დეკანოიძე

მდინარაძეებივოლსკებიგახარიები საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ საზოგადოებაში დაპირისპირებასა და სიძულვილს აღვივებენ - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მხრიდან  ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

„მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მძიმე და მკაცრი გაფრთხილებისა, რომ საარჩევნო ვითარება უნდა იყოს და არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და საარჩევნო ვითარება უნდა იყოს თავისუფალი, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ კონცენტრირებული მსახურების მიერ ძალიან მძიმე სიძულვილის ენის გაღვივებას, რომლითაც ისინი ოპოზიციას მოიხსენიებენ - ეს ადამიანები ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა, ვინც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, ბატონი მდინარაძეებივოლსკებიგახარიები და ა.შ. საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ საზოგადოებაში დაპირისპირებასა და სიძულვილს აღვივებენ“, - აცხადებს დეკანოიძე.

ამავე თემაზე