2020-07-03 09:59:31
გლდანში, ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პედიატრიულ "პრივატ კლინიკაში" გადაიყვანა. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

"ფორმულა"

ამავე თემაზე