2020-06-30 19:31:00
ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი კლასტერის მატარებელმა. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ რაიმე ფორმით მაინც სახე შეენარჩუნებინათ, მაგრამ ნათელაშვილის გზას ადგანან-ოხანაშვილი

კიდევ ერთხელ მიმყარდება რწმენა, რომ მართლაც ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი კლასტერის მატარებელმა. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ რაიმე ფორმით მაინც სახე შეენარჩუნებინათ და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ნათელაშვილის გზას ადგანან და პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. "რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილი- ბოკერია- რურუას "კლასტერმა" ნათეკაშვილის ენით, მარგინალური ჯგუფია ჩამოყალიბებული თავიდან ბოლომდე. თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, რომ თურმე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა და ერთმანეთს არიან დარეულები და ვერ გადაუნაწილებიათ მაჟორიტარები. როგორ წარმოგიდგენიათ - პროპორციულ სისტემას უჭერდა ხალხი მხარს და მაჟორიტარებზე ჩხუბობენ? ერთი ამბავი აქვთ იქ, ნათელაშვილის ეზოში თუ ფანჩატურში გაჩაღებული. "ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს ამ ჯგუფს. ესაა მითი, რომ პროდასავლური ღირებულებები აქვთ, რეალურად კი დიპლომატს თავს ესხმიან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კეკლუცობენ, რომ მხარს უჭერენ და შემდეგ არ დაუჭერენ, ეუთოს რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობენ და იქ ეთანხმებიან, მაგრამ ხვალ აღმოჩნდება, რომ არ დაეთანხმებიან, ამას ჰქვია სახელწოდება მარგინალური ჯგუფი" , - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე