2020-06-30 19:07:40
პუტინმა მოსახლეობას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მას უფლება ეძლევა 2036 წლამდე პრეზიდენტი იყოს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მხარის დაჭერისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ კანონპროექტში ასევე მას ეძლევა უფლება 2036 წლამდე პრეზიდენტი იყოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი თქვენგანი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში ფიქრობს თავის ახლობლებზე და ეყრდნობა ღირებულებებს, რომლებიც ყველა ჩვენგან აერთიანებს, ესაა სიმართლე და სამართლიანობა, ადამიანის შრომისა და უფროსი თაობის დაფასება, ესაა ოჯახი და შვილებზე, მათ ჯანმრთელობაზე, ზნეობრიობასა და სულიერ აღზრდაზე ზრუნვა", - განაცხადა პუტინმა.

ამავე თემაზე