2020-06-30 18:26:32
თუ თითოეული პარტია აიღებს დაახლოებით 3%-ს არჩევნებში, რაც უდრის დაახლოებით 50 ათას ხმას, ამ შემთხვევაში ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 000 ლარს-კობახიძე

თუ თითოეული პარტია აიღებს დაახლოებით 3%-ს არჩევნებში, რაც უდრის დაახლოებით 50 ათას ხმას, ამ შემთხვევაში ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 000 ლარს-განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების წარდგენისას. მისივე თქმით, პარტიას თუ დაცული ექნება გენდერული კვოტირება, ის დამატებით 30%-ს მიიღებს.

„პირველი 50 ათასი ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის პოლიტიკური პარტია მიიღებს დაფინანსებას თითოეულ ხმაზე 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას რომ თუ თითოეული პარტია აიღებს დაახლოებით 3%-ს არჩევნებში, რაც უდრის დაახლოებით 50 ათას ხმას, ამ შემთხვევაში ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 000 ლარს, ამას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი - რაც არის 30%, შესაბამისად 1 მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ“,-განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე