2020-06-30 18:15:18
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში უბნის მიმდებარედ ადამიანების შეკრება 100 მეტრის რადიუსი და არა 25 - სალაძე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში უბნის მიმდებარედ ადამიანების შეკრება 100 მეტრის რადიუსი და არა 25 -განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ. მისივე თქმით, აია მხარს უჭერს გენდერული კვოტირების ნაწილს და მიიჩნევს, რომ პარლამენტში განსხვავებული სქესის წარმომადგენლები 50%-ს უნდა შეადგენდნენ.

"ყველაზე საკვანძო, მათ შორის, ეს არის ამომრჩევლის მხრიდან ნების თავისუფალი გამოვლენის კონტროლი. ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როცა საარჩევნო უბნების მიმდებარედ იკრიბება ბევრი ადამიანი, კოორდინატორები, ან ის პირები ვისაც უშუალო შეხება არ აქვს საარჩევნო პროცესთან, ეს შეზღუდვა უნდა იყოს 100 მეტრის რადიუსი და არა 25 როგორც შემოთავაზებულ ვერსიაშია", -განაცხადა სალაძემ.

ამავე თემაზე