2020-06-30 18:02:47
"არ შეიძლება, როდესაც ადამიანის ბედზე ბიუჯეტის კორექტირებას აკეთებ" - ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

არ შეიძლება, როდესაც ადამიანის ბედზე ბიუჯეტის კორექტირებას აკეთებ-განაცხადა ხელვაჩაურის, საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თემურ დუმბაძემ. რეგიონში, ოპოზიციამ უნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირება გააპროტესტა. 

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ადგილობრივ ხელისუფლება ბიუჯეტის არაგონივრულ ხარჯვაში დაადანაშაულა და მათ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.

„არ შეიძლება, როდესაც ადამიანის ბედზე ბიუჯეტის კორექტირებას აკეთებ. პირველ რიგში უნდა იდგეს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.  ვერ არის ეს ბიუჯეტი ადამიანზე მორგებული, ეს ბიუჯეტი მათზე აქვთ მორგებული“, - აცხადებს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი თემურ დუმბაძე.

ამავე თემაზე