2020-06-30 17:56:08
თუ არ გაიხსნა ქვეყანა, უბრალოდ ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არ არის-უგულავა

თუ არ გაიხსნა ქვეყანა, უბრალოდ ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არ არის-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, სოფლებში სიღარიბე განსაკუთრებით იგრძნობა, პანდემიის პირობებში კი ეს საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა. უმუშევრობა - ეს არის ის მთავარი პრობლემა, რის მოგვარებასაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ითხოვს.

„სიღარიბის სუსხი, განსაკუთრებით ამ პანდემიის შემდეგ, ყველაზე მეტად სოფლებში იგრძნობა, იმ რეგიონებში, რომლებიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული. მთავრობის დაპირებული ის დახმარება, რომელიც ჯერ პრინციპში არავის მიუღია, აბსოლუტურად არაადეკვატურია და ყველას კარგად ესმის, რომ თუ არ გაიხსნა ქვეყანა, უბრალოდ ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არ არის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე