2020-06-30 17:16:29
ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში - ოხანაშვილი გოცირიძეს

ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს.

„აღიარება კი არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ მთლად გათავისუფლება არ ხდება პასუხისმგებლობისგან. თქვით, „რადიკალური ჯგუფი ვართო“ და ხვალ შეიძლება თქვათ, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფიც ვართო“, დაველოდებით სადამდე წახვალთ. რაც შეეხება უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით თქვენ გულისწუხილს, მე მახსოვს, რომ თქვენმა პარტიამ კენჭისყრაზეც არ შემოგიშვათ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს და თქვენი შეწუხებული სახე. სხვათა შორის, ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში. რა ხდება იქნებ გაარკვიოთ თქვენ პარტიაში, რატომ არ მოგცეს საშუალება საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პროცედურას გარეთ არ დალოდებოდით და შიგნით შემოსულიყავით. თქვენი ბედნიერი სახეც გვახსოვს 20- 21 ივნისის დროს აქ, თქვენს დაჯგუფებასთან ერთად რომ იყავით გამაგრებული. ასე რომ, ვიყოთ თანმიმდევრულები, არ გვინდა ეს პათეტიკა და ცინიზმი საზოგადოების წინაშე, ამას შეაფასებს საზოგადოება არჩევნების დღეს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე