2020-06-30 17:15:22
ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0568 ლარი ეღირება, ევრო – 3.4282 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7541 ლარი.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0552 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ ივლისს ამოქმედდება.

ამავე თემაზე