2020-06-30 17:10:09
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების თავდასხმებს მიჩვეული ვართ, მაგრამ გერმანიის ელჩთან ვერ გაუვათ ის, რაც გასდით ქართულ საზოგადოებასთან-კილაძე

„ქართული ოცნება“ და ქართული საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფების მხრიდან თავდასხმებს მიჩვეული ვართ, მათ შორის, პიროვნულ თავდასხმებს, მაგრამ ის, რაც გასდით ქართულ საზოგადოებასთან, ვერ გაუვათ გერმანიის ელჩთან, – ასე ეხმაურება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გერმანიის ელჩის მიმართ გავრცელებულ განცხადებებს. 

„როცა ხელისუფლებაში იყვნენ, განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, ხოცავდნენ ადამიანებს. როცა ოპოზიციაში არიან, რასაც ახერხებენ, ეს არის ვერბალური თავდასხმები და შეურაცხყოფების მიყენება. ეს სცადეს გერმანიის ელჩთან, მაგრამ როგორც ვხედავთ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ერთად დადგა გერმანიის ელჩის დასაცავად. ამიტომ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გერმანიის ელჩთან მიმართებით, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“,- განაცხადა კილაძემ.

ამავე თემაზე