2020-06-30 17:04:17
აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების მოცულობა 68 მლნ ლარს აღწევს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების ჯამური მოცულობა 68 მლნ ლარს აღწევს - აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური აუდიტორი ავრცელებს, მისივე განცხადებით, ეს ბიუჯეტის რესურსების არაეფექტიან, არაეკონომიკურ და არამიზნობრივ გამოყენებას ეხება.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში განიხილა. გენერალური აუდიტორის, ერეკლე მექვაბიშვილის განმარტებით, 2019 წელს აუდიტის სამსახურმა 16 ფინანსური და 37 შესაბამისი აუდიტი ჩაატარა.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურმა გასულ წელს პროკურატურაში 34 საქმე გადააგზავნა. შესაძლო დანაშაულის 70% მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.

ამავე თემაზე