2020-06-30 15:41:44
ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიმართულია უშუალოდ ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ და პოლიტიკურად არის მოტივირებული-ნიჟარაძე

ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიმართულია უშუალოდ ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ და პოლიტიკურად არის მოტივირებული-აცხადებს  სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე. მისივე განმარტებით, შენგელიას საქმე შეიძლება დაკავშირებული იყოს, მისი დედის, ია კერზაიას საქმესთან, რომლის განხილვაც სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარეობს.

„ეს ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიმართულია უშუალოდ ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ და პოლიტიკურად არის მოტივირებული, ვინაიდან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ მოხდა მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება, მათ შორის კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა დებულებაში ნოტარიუსთა დისციპლინალური პასუხისმგებლობის შესახებ, ზუსტად ერთი თვის წინ და ზუსტად ეს ნორმა იქნა გამოყენებული ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ და ეჭვები არის, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს, მისი დედის, ია კერზაიას საქმესთან და სტრასბურგში წარდგენილ მის საქმესთან“,-აცხადებს ელენე ნიჟარაძე.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტებისა და მისი აქტივობების გამო შეუჩერეს - ის იუსტიციის სამინისტროს მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ შენგელია Facebook-ზე „ახორციელებს მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯარო გამჟღავნებას და აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს“.

ამასთან, რამოდენიმე დღის წინ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. მაშინ უწყებამ წერილობით განმარტებაში მომხდარი დისციპლინური სამართალდარღვევით ახსნა და მიუთითა, რომ დარღვევა ბიუროში მის მაგიერ შემცვლელის ყოფნა იყო.

ამავე თემაზე