2020-06-30 15:32:45
გვინდა მოვიწვიოთ წულუკიანი ადამიანის უფლებების კომიტეტზე - კაპანაძე შენგელიას საქმეზე

გვინდა მოვიწვიოთ წულუკიანი ადამიანის უფლებების კომიტეტზე - "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე, ბაჩანა შენგელიას საქმეს გამოეხმაურა. კაპანაძე შენგელიას მიმართ დისციპლინალურ წარმოებას, პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ პარტიამ ადამიანის უფლებების კომიტეტში წერილი გააგზავნა, რათა წულუკიანი კითხვებზე პასუხების გასაცემად კომიტეტზე მიიწვიონ.

"ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი ღია პოლიტიკური დევნის, რომელზეც საჭიროა რეაგირება. როდესაც ქალბატონ წულუკიანს კითხვა დავუსვით ამ თემასთან დაკავშირებით, მან მოიტყუა, რომ ბაჩანა შენგელიას დევნა იმითია განპირობებული, რომ მას საგანგებო პირობების წესები ჰქონდა დარღვეული. შემდეგ მის მიერვე გაგზავნილი ინსპექციის დასკვნაში წერია, რომ საგანგებო პირობები ბოლომდეა დაკმაყოფილებული. სახეზე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. "ევროპულმა საქართველომ"გააგზავნა წერილი ადამიანის უფლებების კომიტეტში, რომ მოვიწვიოთ ქალბატონი წულუკიანი, რათა მან ამ კითხვებზე გასცეს პასუხი",-აცხადებს კაპანაძე.

კაპანაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში იუსტიციის სისტემაში პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა არაერთხელ განხორციელებულა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ხშირი იყო დევნის ფაქტები იუსტიციის სისტემაში თანამშრომლების, მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. კარგად ვიცით, რომ, დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე წააგო ქალბატონმა წულუკიანმა სასამართლო დავები და კომპენსაციის სახით გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მან გაათავისუფლა პოლიტიკური დევნით “,-განაცხადა სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე