2020-06-30 14:43:17
ამ ეტაპზე ფიტნესცენტრებისა და აუზების გახსნა არ იგეგმება - თურნავა

ამ ეტაპზე ფიტნესცენტრებისა და აუზების გახსნა არ იგეგმება -აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე გააკეთა. მისი განმარტებით აქ კორონავირუსის გავრცელების მომატებული რისკი კვლავ რჩება.

"გვრჩება კიდევ საქმიანობის გარკვეული მცირე რაოდენობა შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემა, ეს არის ფიტნესცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხილავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ", - განაცხადა თურნავამ.

ამავე თემაზე