2020-06-30 14:40:00
მიუხედავად ამ გაპარტახებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა , ხალხს იმედი არ აქვს დაკარგული-ვაშაძე ქუთაისში

მიუხედავად ამ გაპარტახებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა , ხალხს იმედი არ აქვს დაკარგული-ასე აფასებს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მკვიდრებს. ვაშაძე შეხვედრისას ქუთაისში, საფიჩხიის, გამარჯვებისა და ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა და დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"ყველაზე სასიამოვნო და გასახარელი ქუთაისში არის ის, რომ მიუხედავად ამ გაპარტახებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა, ხალხს იმედი არ აქვს დაკარგული. გამარჯვება უნდათ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი აინტერესებს. ფანტასტიკური მოსასმენია, როცა ამ ქალაქის ინტელიგენცია მსჯელობს, რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი," - განაცხადა ვაშაძემ. 

ამავე თემაზე