2020-06-30 14:16:12
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17-ვე პირი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გასაჩივრებას აპირებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გასაჩივრებას გეგმავენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მუხლი კი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, შეუსაბამოა. მათი თქმით, ამ მუხლებით შაქარაშვლის გარდაცვალების მიზეზის დადგენა შეუძლებელია. 

„არანაირი მონაწილეობა მას არ მიუღია, არც კონფლიქტში არც ორგანიზებაში. ორგანიზება ეჭვის ქვეშ არის, არ არსებობს. ერთადერთი ფუნქცია მისი იყო მარტივი, ჩავიდა თბილისში და იქვე დააბრუნეს, სთხოვეს და ის წამოვიდა უკან, ჩამოიყვანა ახალგაზრდები. ის თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მე დავინახე ეს ადამიანები, მე მეგონა ესენი იყვნენ ჩვენი თანაკლასელები ვინც იქ დარჩნენ ორნი, მაგრამ რომ შევხედე, ისინი იყვნენ სხვები მე არ ვაჩერებდი, ეს მის ჩვენებაში არის ხაზგასმით. მაგრამ მერე მათ მოთხოვეს დანარჩენმა მეგობრებმა, თუ უცნობებმა, გაეჩერებინა, იძულებით ვერ დავარქმევთ, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნით გაეჩერებინა მანქანა“,-აცხადებს გიგა ტატიაშვილის ადვოკატი.

ამავე თემაზე