2020-06-30 14:15:47
კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა ის უფრო მეტად გადამდები გახდეს - იმნაძე

კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა ის უფრო მეტად გადამდები გახდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ კორონასთან, ასე ვთქვათ, კარგად მოქცევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ იქნება უფრო ახლოს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა, მარტივად რომ გითხრათ. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად ჩინეთიდან წამოვიდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამავე თემაზე