2020-06-30 14:13:10
თუკი რამე სასიკეთო კეთდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით „ქართუს“ სახელი ამ ყველაფერთან ასოცირდება-ოხანაშვილი

თუკი რამე სასიკეთო კეთდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით „ქართუს“ სახელი ამ ყველაფერთან ასოცირდება-ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორიის შეძენას.

„თუკი რამე სასიკეთო კეთდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუ ძალიან ბევრი მიმართულებით სახელმწიფოსათვის ხელშეწყობის და შემდგომი დახმარების მიზნით, „ქართუს“ სახელი ამ ყველაფერთან ასოცირდება და დაკავშირებულია. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რაზეა საუბარი ვერ გეტყვით“, - განაცხადა ​ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე