2020-06-30 14:11:18
გამიჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია - ადვოკატი

ადვოკატი მზია ქასრაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მან ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გარეგანის გარდა შინაგანი დაზიანებები ჰქონდა.

„ალქსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის მსგავსი დარტყმა, რომელიც მუშტს არ ჰგავს დარტყმის სიძლიერით. რამაც გამიჩინა ეჭვი რომ ეს არის მკვლელობა. ეს არ თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაა. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა. ექსპერტიზა რას დაადგენს, ეს მასზეა დამოკიდებული“, - აცხადებს მზია ქასრაშვილი. .

ქასრაშვილი ვახო ახვლედიანის ადვოკატია, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს და გარდაცვლილი მიცემული ჩვენების თანახმად ბოლოს მან ნახა.

ამავე თემაზე