2020-06-30 13:28:21
ტრაილერის მძღოლები გახლავთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის-გამყრელიძე

ტრაილერის მძღოლები გახლავთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის-განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

„დღეს დილისთვის 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ერთი არის კონტაქტი ინფიცირებულთან და მეორე გახლავთ ტრაილერის მძღოლი. მოგეხსენებათ, ტრაილერის მძღოლები გახლავთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. დღემდე PCR ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე კოვიდინფიცირებული სატვირთოს მძღოლი, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი. სადღაც 400-მდე სატვირთოს მძღოლის გამოკვლევა მოხდა, დადასტურებული შემთხვევები მკურნალობენ სამედიცინო დაწესებულებებში,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამავე თემაზე