2020-06-30 13:25:29
წლებია ვიცავთ იპოდრომს და ველოდებით ყველა არჩევნების წინ, რომ ახლა ივანიშვილი იტყვის, რომ ეს ტერიტორია გადაეცემა ქალაქს - ფერაძე

წლებია ჩვენ ვიცავთ იპოდრომს და ველოდებით ყველა არჩევნების წინ, რომ ახლა ივანიშვილი იტყვის, რომ ეს ტერიტორია გადაეცემა ქალაქს - ამის შესახებ განცხადება, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა.

„წლებია ჩვენ ვიცავთ იპოდრომს და ველოდებით ყველა არჩევნების წინ, რომ ახლა ივანიშვილი იტყვის, რომ ეს ტერიტორია გადაეცემა ქალაქს. დიდი ვარაუდით, ეს იპოდრომის მაქინაცია, რომლის ფინანსურ მხარეშიც მე ვერ გავერკვევი, მაგრამ მარტივად, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ჩანს, ოფშორული კომპანიიდან იფორმებს ბანკ „ქართუზე“. ალბათ ეს რაღაც თავისი ფინანსური გაპრავებაა და ფულს ჭრის, რომ მერე დიდმა მეცენატმა, ეს ჩემი ვარაუდია, გადმოსცეს ქალაქს და ამით მოიგოს არჩევნებზე ხმები“,- განაცხადა ნატა ფერაძემ.

ამავე თემაზე