2020-06-30 13:20:52
არის დარჩენილი ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე, რომელიც ვირუსის დაწყების შემდეგ არ წავიდნენ და მათ აქვთ ლეგალური უფლება იყვნენ ქვეყანაში - გომელაური

არის დარჩენილი ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე, რომელიც ვირუსის დაწყების შემდეგ არ წავიდნენ და მათ აქვთ ლეგალური უფლება იყვნენ ქვეყანაში - ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები შემოდიან.

„ბოლო დროს, სოც ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა, საზღვრები გახსნილია საქართველოსი. მით უმეტეს, აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთთან, რომ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შემოდიან ავტომანქანებით. საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში თუ არის ჩვენი მოქალაქე. თუმცა, შემოსვლისას ყველა მიდის ორკვირიან კარანტინშია. ძირითადად, ესენი არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონეები.

არიან მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათი ან შვილები, ან მეუღლეები, რისი უფლებაც ჩვენ არ გვაქვს, რომ ან შევაჩეროთ, ან გავაბრუნოთ უკან. მშობლები არიან ორმაგი მოქალაქეები და შვილს ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში, თუმცა, მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ჩვენი მოქალაქეები. აქედან გამომდინარე, სოცქსელებში ჩნდება ინფორმაცია, რომ დადიან რუსეთის მოქალაქეები. არის დარჩენილი ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე, რომელიც ვირუსის დაწყების შემდეგ არ წავიდნენ და მათ აქვთ ლეგალური უფლება იყვნენ ქვეყანაში“, - აღნიშნა გომელაურმა. 

ამავე თემაზე