2020-06-30 11:41:59
სომხეთში, გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კოვიდ19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 542-ს შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

სომხეთში მთლიანობაში კორონავირუსით დაინფიცირებული 14 048 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 904 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

ამავე თემაზე